წესები და პირობები

შემსრულებელი: შპს “აერო სერვისი", შემდგომში ექსპედიტორი კომპანია, ვებ-გვერდი: www.taobao.ge; ტელ: (+995 32) 2 19 33 36; მისამართი: თბილისი, 0131, აღმაშენებლის ხეივანი 172გ

ჩინეთის საწყობის მისამართი:
First Floor of E BD,********,
********,Baoan, Shenzhen, China 518104
Postal code: 51****
Phone: 1355*******
Receiver name : *******

ამერიკის საწყობის მისამართი:
19 *****,
City: *****,
State/Region: DE
Zip/Postal code: 19***
Phone: +1 (646) 578-****

და მეორეს მხრივ მომხმარებელი: ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს კომპანია „აერო სერვისი“-ს გადაზიდვის სერვისით და მინიჭებული აქვს მომხმარებლის შვიდნიშნა ნომერი, რომელიც დაფიქსირებულია ტვირთის ჩამოსვლისას თანდართულ საერთო კომერციულ ინვოისში, საბაჟო დოკუმენტაციაში და კომპანია „აერო სერვისი“-ს მონაცემთა ბაზაში, დებენ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:

1. ხელშეკრულების საგანი

1.1. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს „აერო სერვისი“-ს საწყობიდან (რომელიც მდებარეობს ჩინეთსა და ამერიკაში), მომხარებლის მიერ გადაგზავნილი და „ექსპედიტორი კომპანიის“ მიერ მიღებული ტვირთის საქართველოში საექსპედიციო გადაზიდვის მომსახურების გაწევა

1.2. „აერო სერვის“-ში მომხმარებლის რეგისტრაცია უფასოა და ნებაყოფლობითი. რეგისტრაცია ხორციელდება კოპანია „აერო სერვისი“-ს კუთვნილ ვებ-გვერდზე: www.taobao.ge

1.3. მომსახურების პირობები საჯაროა. კომპანია “აერო სერვისის” მომსახურებით სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი დაეთანხმა აღნიშნულ მომსახურების პირობებს, მხოლოდ მისი გაცნობის შემდეგ.

2. ტრანსპორტირების ვადა, ტრანსპორტირების ღირებულება, ამანათის წონის დამრგვალება და გადახდა

2.1. ამანათების ტრანსპორტირების ოფიციალური ვადა არის 10-15 სამუშაო დღე (სამუშაო დღეებში არ შედის შაბათი და კვირა).

2.2. ტრანსპორტირების ღირებულება შეადგენს: 1 კგ = 12.5 $(ჩინეთი), 1 კგ = 8.5 $ (ამერიკა), გამონაკლისი ხდება აქციის მიმდინარეობის დროს, რომლის შესახებაც მომხმარებელი წინასწარ იქნება ინფორმირებული;

2.3. ამანათების წონის დამრგვალება ხდება 100 გრ–მდე სიზუსტით. მაგალითისთვის, თუ ამანათი იწონის 115 გრამს შესაბამისად მისი წონა დამრგვალდება 200 გრამამდე, 265გრამი დამრგავლდება 300 გარამამადე და ასე შემდეგ

2.4. ფასი დგინდება მხოლოდ რეალური წონით და არა - მოცულობით. (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოცულობითი წონა 1,5-ჯერ აღემატება რეალურ წონას).

2.5. ტრანსპორტირებისა და მომსახურებისა ღირებულების გადახდა ხორციელდება ყველა ბანკის მიერ ემიტირებული VISA/MASTERCARD ტიპის ბარათებითა და ასევე საიტზე მითითებული სხვა გადახდის მეთოდებით.

2.6. იმ შემთხვევაში თუ ამანათის შიდა ტრანსპორტირებას ფარავს ექსპედიტორი კომპანია - ეს თანხა, ექვივალენტი ლარში, ერიცხება მომხარებელს, წონის საფასურთან ერთად - იმ კონკრეტულ ამანათზე, რომლის შიდა ტრანსპორტირებაც დაფარა კომპანიამ.

2.7. ამანათების დროულად ჩამოსვლა შეიძლება შეაფერხდეს ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, როგორიცაა: ფრენების გადადება, საბაჟო შემოწმების პროცესის გაწელვა, ომი, საგანგებო ან საომარი სიტუაცია, პანდემია და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმები. ჩვენი კომპანია იღებს პასუხსიმგებლობას, მომხმარებელს აუნაზღაუროს ამანათისა და ტრანსპორტირების მხოლოდ გადახდილი ღირებულება იმ შემთხვევაში, თუ ამანათის ჩამოსვლა შეფერხდება 1 თვით (ყოველგავრი ბუნდოვანების თავიდან ასაცილებლად იგულისხმება, ამანათის სავარაუდო ჩამოსვლის დღეს დამატებული 1 (ერთი) კალენდარული თვე).

3. ამანათების გადაფუთვის სერვისი

3.1. ზომაში შემცირების სერვისი გულისხმობს ამანათის სიცარიელის შეძლებისდაგვარად შემცირებას, საფოსტო ყუთის გადაჭრისა და მოკეცვის ხარჯზე.

3.2.არ ხდება რამდენიმე პროდუქციის ერთად გაერთიანება, ერთ ან რამდენიმე პროდუქციის ყუთში.

3.3. არ ხდება ამანათში არსებული პროდუქციის ქარხნული ყუთების გახსნა და ამგვარად შემცირება, ასევე არ ხდება ამანათის ზომაში შემცირება მასში მოთავსებული საიზოლაციო და უსაფრთხოების მასალის ამოღების ხარჯზე.

3.4. არ ხდება სასაჩუქრე ამანათების შემცირება ან მსხვრევადი პროდუქციის და ელექტრო ტექნიკის ამანათების შემცირება უსაფრთხოების მიზნით

3.5. ყუთის შემცირებისას არ ხდება პროდუქციის დაპრესვა, დაწოლა, დაკეცვა ან დახვევა და ა.შ.

4. მომხმარებელი ვალდებულია:

4.1.კომპანია "აერო სერვისი"- ს მოთხოვნით დროულად მიაწოდოს მას შესაბამისი ცნობები ტვირთის შესახებ, აგრეთვე მისცეს მითითებები, რომლებიც აუცილებელია გადაზიდვის დოკუმენტების გასაფორმებლად, მიაწოდოს აუცილებელი ცნობები საბაჟო და სხვა მოქმედებათა შესასრულებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში ამანათი ჩაბარდება სახელმწიფოს, შემდგომი განკარგვისთვის. გარდა ამისა, შემკვეთმა "აერო სერვისი"-ს მოთხოვნის შემთხვევაში დროულად უნდა გადასცეს აუცილებელი დოკუმენტები აღნიშნული ცნობების უტყუარობის დასადასტურებლად.

4.2. საფრთხის შემცველი ტვირთის არსებობისას, მომხარებელმა წინასწარ უნდა გააფრთხილოს "აერო სერვისი" საფრთხის ზუსტი სახეობის შესახებ და აუცილებლობის შემთხვევაში, მიუთითოს მას უსაფრთხოების ზომებზე.

4.3. ტვირთი, რომლის საფრთხეშემცველობის შესახებ არ იცოდა „ექსპედიტორმა კომპანიამ“, შეიძლება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას გადმოიტვირთოს, განადგურდეს ან გაუვნებელდეს ზიანის ანაზღაურების მოვალეობის დაუკისრებლად.

4.4. შემკვეთი ვალდებულია, თუ ამას მოითხოვს ტვირთის სახეობა, შეაფუთვინოს იგი გადაზიდვის მოთხოვნების შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, შემკვეთი ვალდებულია, აგრეთვე აუნაზღაუროს "აერო სერვისი"-ს შეფუთვის ხარჯები.

4.5. შემკვეთი ვალდებულია ამანათის მიღებამდე გადაამოწმოს ამანათის შიგთავსი. ოფისიდან გასვლის შემდეგ პროდუქციის დაზიანების შესახებ პრეტენზიები აღარ განიხილება და "აერო სერვისი" არ აიღებს პასუხისმგებლობას ამანათში არსებული პროდუქციის შესაძლო დაზიანებაზე ან დანაკლისზე.

5. საკურიერო მომსახურება

5.1. საკურიერო მომსახურება საქართველოს მასშტაბით უფასოა. კურიერი ამანათებს გადმოგცემთ მითითებულ მისამართზე

5.2. ვებ-გვერდზე მომხმარებლის მისამართის ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ გზავნილის თბილისის საწყობში მიღებამდე.

5.3. ამანათის მისაღებად საჭიროა მომხმარებელმა თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი.

5.4. ამანათის გადაცემა მესამე პირზე შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას შეუძლია წარადგინოს ამანათის მიმღები ადრესატისაგან გაცემული და დადგენილი წესით დამოწმებული მინდობილობა, შესაძლებლობის შემთხვევაში მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი, ასევე გამტანის პირადომის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი.

5.5. მისამართზე მოსვლამდე კურიერი დაგიკავშირდებათ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე. თუ საკონტაქტო ნომერზე არავინ უპასუხებს ან სხვა ნომერი იქნება მითითებული, კურიერი ამანათს დააბრუნებს საწყობში. ამანათის მისამართზე მიტანა მოხდება მხოლოდ მომხმარებელთან კავშირის დამყარების შემდეგ.

6. შეზღუდვები და პირობები

6.1. კომპანია „აერო სერვისი“ პასუხისმგებლობას არ იღებს ონლაინმაღაზიების მიერ შეცდომით გამოგზავნილ პროდუქციაზე (ფერი / ზომა)

6.2. კომპანია „აერო სერვისი“ ვალდებულებას იღებს მხოლოდ იმ სერვისზე, რაც აღწერილია კომპანიის ვებ-გვერდზე.

6.3. მომხმარებელი ეთანხმება, რომ ამანათის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტები არის ნამდვილი და არ არის გადაკეთებული

7. დეკლარირება - განბაჟება

7.1. განბაჟდება ხდება 3 შემთხვევაში

  • 1. თუ ნივთის/ნივთების ღირებულება აღემატება 300 ლარს.
  • 2. თუ გამოწერილი გაქვთ 3 და 3-ზე მეტი ერთანირი ნივთი.
  • 3. თუ გამოწერილი ნივთის/ნივთების წონა 30 კილოგრამზე მეტია.
განბაჟებისას სახელმწიფოს უხდით: ნივთის ღირებულებას+ნივთის ტრანსპორტირების თანხის 18%.

7.2. მომხმარებელი ვალდებულია განახორციელოს ამანათის დეკლარირება წინასწარ, ამანათის საქართველოში მიღებამდე. დეკლარაციის შესავსებად საჭიროა გამოიყენოთ ვებ-გვერდზე არსებული “ამანათის დეკლარირების” ფუნქცია.

7.3. დეკლარირებული ფასის სისწორეზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს მომხმარებელი.

7.4. ამანათის არ ჩამოსვლის/დაკარგვის შემთხვევაში, მომხარებელს აუნაზღაურდება, მხოლოდ ის თანხა რაც მითითებული აქვს, ამანათის დეკლარირების დროს. ასევე ჩვენთან, გადახდილი ტრანსპორტირების თანხა (თუ გადახდილი არ იქნება ტრანსპორტირების ღირებულება, შესაბამისად მხოლოდ დეკლარირებული თანხა).

7.5. ნივთის ინვოისის სისწორეზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს მომხმარებელი.

7.6. ნივთის განბაჟება (დეკლარაციის დაბეჭდვა) ფასიანია, ღირებულება შეადგენს - 10₾.

7.7. 2022 წლის 14 მაისიდან ძალიაში შევიდა შემდეგი კანონი - განსაბაჟებელ ამანათებს დღგ-სთან ერთად ემატება გაფორმების საფასური.

  • 300-დან 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე - 20 ლარი;
  • 3 000-დან 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე - 100 ლარი;
  • 10 000 ლარზე მეტი ღირებულების საფასურზე - 300 ლარი.
საბაჟო მომსახურების საფასური ეხებათ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საბაჟო ითხოვს ამ საფასურის წინასწარ გადახდას, კოდზე 707017021. თუ თქვენი ამანათის ღირებულება აღემატება 300 ლარს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი განსაბაჟებელია, გთხოვთ ჩარიცხოთ შესაბამისი თანხა აღნიშნულ კოდზე და გადახდის ქვითარი ქვითარი გამოგზავნოთ ჩვენს მეილზე - transporting@mp.ge, გადახდის დამადასტურებელი საბუთის გარეშე ვერ მოხდება დეკლარაციის დაბეჭდვა და არ გაიცემა ამანათები.
გთხოვთ გაითვალისინოთ ზემოთ აღნიშნული განსაბაჟებელი ამანათების ჩამოსვლის დროს.

7.8. ნივთის განბაჟება ხდება მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინვოისის საფუძველზე.

7.9. ტვირთის განბაჟებაზე და დღგ-ს დროულ გადახდაზე პასუხისმგებელია მომხარებელი.

8. აკრძალულია შემდეგი სახის პროდუქციის გამოგზავნა:

8.1. ადვილად აალებადი საქონელი, როგორიცაა (საღებავები და ალკოჰოლის შემცველი ნივთიერებები) "სფრეი", დატუმბული ბალონის ტიპი, ნებისმიერი ნივთიერება.

8.2. იარაღი: გაზის, პნევმატური და სანადირო გლუვლულიანი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი, ელექტროშოკური მოწყობილობები, ქორდიკები, სტილეტები, დესანტური ხიშტდანები , ნებისმიერი ტიპის დანები.

8.3. ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია.

8.4. ნებისმიერი ქვეყნის მონეტები ან ბანკნოტები.

8.5. ფეინთბოლის თოფები და მათი აქსესუარები.

8.6. ტოქსიკური ნივთიერებები: შხამი და მომწამვლელი ნივთიერებები. მაგალითად, ნიკოტინი, ანტიფრიზი, სამუხრუჭე სითხე, ვერცხლისწყალი და სხვა.

8.7. მცენარეების თესლები (25 გრამზე მეტი). მცენარის ნერგები, კანონით გათვალისწინებულ რაოდენობაზე მეტი.

8.8. ალკოჰოლური სასმელები.

8.9. თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები.

8.10. ფარმაცევტული პროდუქცია.

8.11. ანტიკვარული ნივთები.

8.12. ცალკეული ელემენტები და PowerBank-ები. ( არ ეხება ამანათებს რომელიც შეიცავს ელემნტს)

8.13. ნებისმიერი სითხის შემცველი ნივთები - მაგალითისთვის: ფრჩხილის ლაქები, სპრეები, სუნამოები და ა.შ.

8.14. კოსმეტიკა

8.15. მაგნიტი

8.16. სხვა საგნები, რომელთა ჩამოტანა ან მიმოქცევა აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით.

9. ამანათების ჩამოწერა:

9.1. ამანათები, რომელთა ტრანსპორტირების თანხა, 3 თვეზე მეტი დროის განმავლობაში არ იქნება დაფარული, ჩამოიწერება. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ ჩამოსვლის თარიღებს, ამანათები საწყობში ინახება 3 თვის განმავლობაში.

10. დაზღვევა და დაზღვევის პირობები:

10.1. ამანათის დაზღევისათვის, საჭიროა წინასწარ გაფორმდეს წერილობითი ხელშეკრულება მაღაზიის ორიგინალ ინვოისთან ერთად რომელიც თან უნდა ერთვოდეს ხელშეკრულებას.

10.2. ამერიკიდან კერძო პირის მიერ გამოგზავნილი ამანათის დაზღვევა არ ხდება. ასევე არ დაიზღვევა ამანათი რომელსაც ორიგინალი შესყიდვის ინვოისი არ გააჩნია.

10.3. არ ხდება შუშის და მსხვრევადი საქონლის დაზღვევა

10.4. ამანათის დაზღვევის ღირებულება კომერციულ ინვოისში მითითებული თანხის 3.0%–ს შეადგენს.

10.5. დაზღვევა გულისხმობს ამანათის გარეგან დაზიანების ან დაკარგვისაგან დაცვას. სერვისში არ შედის ამანათში არსებული პროდუქციის შემოწმება დაზიანებაზე ან მუშაობის ვარგისიანობაზე, შესაბამისად ამანათში არსებული მსხვრევადი პროდუქციის სადაზღვევო პრემიით ანაზღაურება არ ხდება (მაგ. შუშა, ეკრანი, ჭურჭელი, ფაიფური, ჭაღი, ბრა და ა.შ.), თუ ვიზუალურად ამანათის ყუთი დაზიანებული არ არის. იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ამანათის შიგთავსის ან მისი ნაწილობრივი დაზიანება (შუშის, ეკრანის და ა.შ. გატეხვა, გაბზარვა....), მიმღები (მფლობელი) ვალდებულია მაინც გადაიხადოს ტრანსპორტირების ღირებულება და ჩაიბაროს აღნიშნული ამანათი, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას დაუყოვნებლივ შეუწყვიტოს აღნიშნულ მომხმარებელს "აერო სერვისი-ს მომსახურების უფლება მისი შემდგომი განუახლებლობის პირობით.

10.6. დაზღვეულ ამანათზე შემცირების სერვისი არ მოქმედებს და ამანათი გამოიგზავნება მხოლოდ ორიგინალი შეფუთვით.

მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის!

მისამართი

მისამართი :
თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 172გ

მხარდაჭერა

დაგვიკავშირდით :
995 32 2033333

საკონტაქტო ფორმა

გაგზავნა